Skip to content
მენიუ

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საყურადღებოდ!

28 September 2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის პროგრამას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო  გრანტის გაცემის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისმა პირებმა  განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს: 

  • 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე , ან 1 აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს  და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა  სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:  ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ  "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის" მიერ გაცემული ცნობა  "რეპატრიანტის" სტატუსის მოპოვების შესახებ. შენიშვნა:

შენიშვნა: თუ ზემოთჩამოთვლილ პირებზე განსაზღვრული თანხები სრულად არ გაიცა , დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ: 

  • 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე , ან 2021 წლის 1 აგვისტომდე განაცხადეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს  და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინეს  სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

სამაგისტრო გრანტის გაცემის პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო გრანტის გაცემის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს : 

  • 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც , როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე,  არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამისმა პირებმა   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით , სადაც სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: თუ ზემოთჩამოთვლილი პირებზე განსაზღვრული თანხები სრულად არ გაიცა , დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ: 

  • 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებს, რომლებიც არ არიან შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.
Share

Related news

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Academic Staff

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Academic Staff

Academic staff in Georgian Philology can apply for a fully funded Erasmus+ short-term teaching mobility at the University of Naples.
Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Students

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Students

Georgian Philology students can apply for Erasmus+ mobility at the University of Naples for the Spring Semester of 2027-2028.
Your Professional Brand: How to Get Noticed and Chosen

Your Professional Brand: How to Get Noticed and Chosen

On November 5, students will explore practical ways to build a professional brand and strengthen their career positioning.

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა