ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება
ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის.ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის (მეორე ყოველწლიური გამოცემა). ჟურნალი არის ორენოვანი და გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ჟურნალს ექნება მინიჭებული ISSN კოდი.
ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატიები გაივლის ორეტაპიან ფარულ რეცენზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერთა დასკვნებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები დაიბეჭდება დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.
ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღება მოხდება შემდეგი სფეროებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების პოლიტიკა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მედიცინა, ტექნოლოგიები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების ამოგზავნა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ და კვლევითი ცენტრების მკვლევარებს. სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი.
შერჩეულ სტატიებზე, ავტორთა რაოდენობის მიუხედავად, გაიცემა 500-ლარიანი ჰონორარი.
მსურველებმა, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები ელ-ფოსტაზე - research@alte.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
