ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია
ცხადდება მიღება ონლაინ ტრენინგ მოდულზე: ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენციავიწვევთ საგნის მასწავლებლებს, სპეციალური განათლების მასწავლებლებს, სკოლის დამხმარე სპეციალისტებს, მშობლებს, მეტყველების თერაპევტებსა და ბავშვებთან მომუშავე ყველა დაინტერესებულ პირს ონლაინ ტრენინგში "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია" მონაწილეობისთვის. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულეების (LLD) მქონე მოსწავლეების იდენტიფიკაცია, და გაიუმჯობესოს ცოდნა ამ მიმართულებით ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ LLD-ის მქონე მოსწავლეების წიგნიერებისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, ქცევით-ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში, და შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვასა და რეალიზაციაში.
ტრენინგის შედეგები:
ტრენინგის მონაწილეები:
- განსაზღვრავენ ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) რაობას და მის მახასიათებლებს;
- გაანალიზებენ, რა გავლენა აქვს LLD-ს მოსწავლის წიგნიერებაზე, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
- გაიგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
- შეძლებენ სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენებას;
- LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლან ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას;
- გაეცნობიან ადაპტაციის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მათ LLD-ის მქონე მოსწავლეებთან.
ტრენინგის თარიღი, ფორმატი და ხანგრძლივობა:
ტრენინგი ტარდება 3 დღის განმავლობაში ონლაინ ფორმატში და მოიცავს 9 საკონტაქტო საათს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
- თარიღი: 6, 8, 10 თებერვალი
- დრო: 18:00-21:00 სთ.
საფასური:
ტრენინგი ფასიანია – 90 ლარი. SANGU-ს კურსდამთავრებულებისა და „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის“ წევრებისთვის ფასი შეადგენს 70 ლარს.
რეგისტრაცია:
ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე და 3 თებერვლამდე გადაიხადოთ ტრენინგის საფასური.
მსმენელთა რაოდენობა:
ჯგუფში ოპტიმალური რაოდენობაა: 15-22 მსმენელი.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ტრენერები:
სპეციალური განათლების მაგისტრები: თეონა თარგამაძე და ხატია ცოცხალაშვილი.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
|
საინდენთიფიკაციო კოდი |
205233022 |
|
მომს. ბანკი |
თიბისი ბანკი |
|
ანგარიშის ნომერი |
GE92TB7488036020100005 |
|
ბანკის კოდი |
TBCBGE22 |
|
მისამართი |
ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179 |
გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
