ფილმის „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ ჩვენება სანგუში
2025 წლის 16 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ - ჩვენება.
ღონისძიება გახსნა ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა მიხეილ ლაბაძემ, რომელმაც ფილმის კვლევით და კულტურულ ღირებულებებზე უსაუბრა.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და პროფესორმა მანანა ტაბიძემ. მათ ისაუბრეს ფილმის მნიშვნელობაზე, ქართული ენის როლზე ეროვნულ თვითშეგნებაში და ენოვანი მემკვიდრეობის შენარჩუნების საჭიროებაზე.
ფილმი მომზადებულია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.
ფილმის ავტორები არიან: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, მიხეილ ლაბაძე, სოფიო კეკუა, კესო გეჯუა და მაკა სალია-ბეშიროღლ.
Related news
Professional Branding: How to Get Noticed and Chosen
On November 5, St. Andrew Georgian University hosted a meeting on professional branding and career development.
Congratulatory Letter from the Catholicos-Patriarch of All Georgia on the 70th Anniversary of Irakli Brachuli
A congratulatory letter from the Catholicos-Patriarch of All Georgia marking the 70th anniversary of University Rector Irakli Brachuli.
