სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების შემაჯამებელი ღონისძიება
11 July 2025
2025 წლის 18 ივლისს, 12:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.
სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე
2025 წლის 18 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელი და მომავალი სპეციალური მასწავლებლები წარმოადგენენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ-განხორციელებულ აქტივობებს და კურსის ფარგლებში შემუშავებულ სსსმ მოსწავლეთა პორტფოლიოებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...