Skip to content
მენიუ

ცხადდება ღია კონკურსი

10 August 2026

ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“:

  • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების  მიმართულებით (აფილირების პირობით);

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 11 სექტემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისიამ კონკურსის შედეგები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;

    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;

    4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.

    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;

    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

    7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა/დამატებითი სპეციფიკური მოთხოვნები.

  3. ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
    1. განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
    2. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
    3. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ (300 კრედიტიან) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
    4. ბოლო 5 წლის განმავლობაში განათლების მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო რეფერირებად/რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არანაკლებ 5 სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც ინდექსირებულია Scopus ან Web of Science (WoS) ბაზებში.
    5. ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ (მაგ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) ან საერთაშორისო (Erasmus+, Horizon Europe და ა.შ.) სამეცნიერო/კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 პროექტის ხელმძღვანელობა;
    6. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (Scopus/WoS-ის მიერ ორგანიზებულ/ინდექსირებულ) მომხსენებლად მონაწილეობა.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო/კვლევითი აქტივობებისა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. Scopus-ის ან/და Web of Science-ის ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატი(ებ)ის ასლი და ბაზაში ინდექსირების დამადასტურებელი ამონაბეჭდი/ბმული
  9. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის). კონფერენციის მასალების კრებულის ასლი ან Scopus/WoS ბაზაში კონფერენციის მასალების ინდექსირების დამადასტურებელი ამონაბეჭდი/ბმული.
  10. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  11. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის;
  12. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  13. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  14. ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია.
  15. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  16. დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  17. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  18. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

მიმაგრებული დოკუმენტაცია:

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა