Skip to content
მენიუ

შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან

07 October 2026

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენელთან.

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან McDonald’s Georgia-ში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო პირობებს, მოქნილ გრაფიკს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება დასაქმების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები:

  • როგორ მოემზადოთ გასაუბრებისთვის;

  • როგორ წარმოაჩინოთ საკუთარი ძლიერი მხარეები;

  • რას მიაქციოთ ყურადღება რეზიუმეს მომზადებისას;

  • რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი ინტერვიუს დროს.

შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია როგორც McDonald’s Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობების, ისე ზოგადად კარიერული დაგეგმვისა და სამუშაოს ძიების პროცესის შესახებ.

 

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა