შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან: დასაქმება და კარიერული შესაძლებლობები
SANGU-ს სტუდენტებისთვის, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ჩატარდება 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
სტუდენტები გაეცნობიან McDonald’s Georgia-ში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო პირობებს, მოქნილ გრაფიკს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება დასაქმების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები:
როგორ მოემზადოთ გასაუბრებისთვის;
როგორ წარმოაჩინოთ საკუთარი ძლიერი მხარეები;
რას მიაქციოთ ყურადღება რეზიუმეს მომზადებისას;
რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი ინტერვიუს დროს.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება როგორც McDonald’s Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობების, ისე ზოგადად კარიერული დაგეგმვისა და სამუშაოს ძიების პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
