შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობასთან
19 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ლევან ქისტაურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობასთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინესმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა და პერსპექტივები“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრი უმანგ რავატი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.
ქალბატონმა მარტინესმა ისუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე გლობალურ კონტექსტში და უფრო დეტალურად განიხილა საქართველოში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის პერსპექტივები და ისუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოამზადა და გამოადგება ქვეყანას.
საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დიალოგი, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინესს მობრძანებისათვის, საინტერესო საჯარო ლექციის წაკითხვისა და დისკუსიაში მონაწილეობისათვის.
Related news
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament
The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
