სემინარი თემაზე: "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია"
2018 წლის 12-13 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაჩვეულებრივი საჩუქარი მიიღეს. ფსიქოლოგიურმა საკონსულტაციო ცენტრმა "იდილიამ" 10 გამორჩეულ სტუდენტს მისცა უნიკალური შესაძლებლობა უფასოდ დასწრებოდნენ მსოფლიო დონის 90 წლის მეცნიერის, ცოცხალ ლეგენდად წოდებული ოტო კენბერგის ონლაინ სემინარს - "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია“, რომელიც ცენტრ "იდილიისა" და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და უამრავი თეორიული შრომის ავტორი, 90 წლის ოტო კენბერგი, რომელიც დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის დარგში, ნებისმიერი მოქმედი ფსიქოლოგის, ფსიქოლოგიური სკოლის სტუდენტებისა და, მათ შორის, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც საინტერესო მეცნიერია. მან ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირი ტრანსლაციით (რუსულ და ინგლისურ ენებზე) ჩართულიყვნენ სემინარის მუშაობაში, კერძოდ, შემთხვევების განხილვაში. ასევე, მათ მიიღეს სუპერვიზიის და ვორქშოფის მასალები, დასასრულს კი სერტიფიკატი, ოტო კენბერგის ხელმოწერით.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნაც, რომელსაც მომავალში წარმატებით გამოიყენებენ პრაქტიკაში.
Related news
Meeting with Master’s Students on Thesis Preparation
An information meeting for master’s students covered research planning, thesis preparation and defense requirements, alongside practical recommendations.
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
