შეხვედრა პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილთან
2018 წლის 27 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნესთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნვერსიტეტის პროფესორთან ავთანდილ ნიკოლეიშვილთან.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნაუნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგოვარდოსანიძემ, რომელმაც მეცნიერს მიულოცასაიუბილეო თარიღი და დაახასიათა ავთანდილ ნიკოლეიშვილის, როგორც ღირსეული პიროვნების, მრავალდარგოვანი მკვლევარის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლი.
ავთანდილ ნიკოლეიშვილის დამსახურებაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ავთანდილ ნიკოლეიშვილის კონცეპტუალური სიახლით აღბეჭდილ ნაშრომებზე, რომლებიც თავის დროზე დიდი გამონათება იყო საბჭოთა იდეოლოგიზებული ლიტერატურათმცოდნეობის ფონზე.
პროფესორმა ლადო მინაშვილმა ისაუბრა ავთანდილ ნიკოლეიშვილის, როგორც ლიტერატურათმცოდნის ინტერესების მრავალმხრივობაზე, ფართო ერუდიციაზე, პროფესორმა ნინო მამარდაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა მეცნიერის აზროვნებისა და წერის ნათელ სტილზე, აგრეთვე, გამოკვეთა მისი ღვაწლი მივიწყებული მწერლების წარმოჩენის საქმეში.
ავთანდილ ნიკოლეიშვილს მიესალმა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, რომელმაცსაზოგადოების სახელით მეცნიერს დავით გურამიშვილის სახელობის პრემია გადასცა.
ავთანდილ ნიკოლეიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველო: აზია თუ ევროპა (ქართველ მწერალთა თვალთახედვით)“. მეცნიერმა მიმოიხილა მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ აზროვნებაში გამოთქმული შეხედულებები ხსენებული საკითხის ირგვლივ და აღნიშნა, რომ ქართველ მწერალთა ნააზრევი საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე დღესაც მრავალი თვალსაზრისით ინარჩუნებს სახელმძღვანელო მნიშვნელობას.
Related news
Meeting with Master’s Students on Thesis Preparation
An information meeting for master’s students covered research planning, thesis preparation and defense requirements, alongside practical recommendations.
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
