Skip to content
მენიუ

ისტორიის სპეციალობის სტუდენტების საველე ლექცია შიდა ქართლში

16 May 2019

2019 წლის 14 მაისს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია.

2019 წლის 14 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა. საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი; ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და IV-V საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა; სამთავისის ტაძარი; გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფოტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.

Share

Related news

Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility

Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility

Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament

St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament

The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
Prof. Irakli Brachuli Awarded the TSU Gold Medal

Prof. Irakli Brachuli Awarded the TSU Gold Medal

At an international scientific conference dedicated to World Philosophy Day, Professor Irakli Brachuli, Rector of St. Andrew’s Georgian University, was awarded...

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

Why SANGU? The place for the best education

მეტის ნახვა

60-Credit Teacher Training Program

მეტის ნახვა