პროფესორი ვალერი მოდებაძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
მიმდინარე წლის 20-21 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, როგორც კონფერენციის თავმჯდომარე და მთავარი მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან და ევროპის ცნობილი უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციაზე პროფესორ ვალერი მოდებაძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) ინგლისურ ენაზე შემდეგი სათაურით: „Challenges facing the European Union and the European integration process due to the refugee crisis and Brexit“. კონფერენციაზე წარდგენილი სტატიები გამოქვეყნდება სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალში (Journal of Social Research and Behavioral Sciences)
საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის პროფესორ ვალერი მოდებაძეს გადაეცა სერთიფიკატი.
კონფერენციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართონ საქართველოს საპარტიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
Related news
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament
The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
