"ევექსის" პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები"
სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული სემინარი "მიზნის მიღწევის ტექნიკები"23 მაისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები", რომელიც წარმართა საჯარო მმართველობის დოქტორმა, PR აკადემიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნათია გოცაძემ.
სტუდენტებმა სემინარის მსვლელობისას მიიღეს პრაქტიკული რჩევები მიზნების განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესახებ, გაეცნენ აპრობირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს, რომლებიც მათ მომავალში დაეხმარებათ ეფექტიანად მართონ საკუთარი მიზნები და სურვილები.
პრაქტიკული სემინარის შემდეგ სამედიცინო კორპორაცია "ევექს"-მა გამოავლინა სამი სტიპენდიანტი: ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები მარიამ გელაშვილი და ნინო შუკაკიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტი მარამ ქაშიაშვილი, ისინი 6 თვის მანძილზე მიიღებენ ევექსის მიერ დაწესებულ დამსახურებულ სტიპენდიას.
დასასრულს ევექსმა სემინარში მონაწილეებს ფურშეტით უმასპინძლა.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
