ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ტრადიციული საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე გაიმართა.2019 წლის 16 ივლისს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია.
ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, უნივერსიტეტის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე მისასალმებელი სიტყვებით და სიგელების გადაცემით დაიწყო. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ახალი წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, კანცლერმა, ბ-ნმა თამაზ ვაჩაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებთა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა.
საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა რესტორან "ოტიუმში". კურსდამთავრებულთა განწყობაზე ბენდმა "Goofyland"-მა იზრუნა. გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, საღამო კი DJ Goofy-მ დაასრულა.
სრული ალბომის სანახავად გადადით ბმულზე
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
