9 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო დისკუსია ქართულ უნივერსიტეტში
2020 წლის 9 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე“.9 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო დისკუსია ქართულ უნივერსიტეტში
2020 წლის 9 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე“. დისკუსია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ბატონმა სერგომ, საუბრისას მოკლედ შეაჯამა 1802 წლიდან 1991 წლამდე ქართველთა ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ხაზი გაუსვა უთანასწორო ბრძოლაში მონაწილე გამორჩეული პირების უდიდეს ღვაწლს. გაიხსენა 1989-1991 წლების პერიოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიები. საუბრის ბოლოს მსმენელებს მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის 29 წლისთავი და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა დამოუკიდებობის აღდგენაში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი, ჯაბა მესხიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, დოქტორანტი კესო გეჯუა, მაგისტრანტი გოდერძი ბოლქვაძე, სტუდენტი ნიკა წკრიალაშვილი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 1991 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ ამ თარიღებმა განსაზღვრეს თანამედროვე საქართველოს ორიენტირები..
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
