შეხვედრა საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
შეხვედრაზე სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობებისა და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს
2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, კონრად ადენაუერის ფონდის, ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი.
სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობებისა და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს საპატრიაქროს წარმომადგენელმა ინტერრლიგიურ საბჭოში, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გერმანიის ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში; საბერძნეთის ელჩი, ბატონი დიმიტრიოს კარაბალისი; შვეიცარიის ელჩი, ბატონი პატრიკ ფრანცენი; საფრანგეთის ელჩი, ბატონი დიეგო კოლასი; იტალიის ელჩი, ბატონი ანტონიო ენრიკო ვალვო, მიტროპოლიტი შიო, მთავარეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
დისკუსია შეაჯამა შეხვედრის მოდერატორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
