AIESEC-ი მსოფლიოს 126 ქვეყანაში SANGU–ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სთავაზობს
2020 წლის 20 ოქტომბერს SANGU–ს გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ახალგაზრდულმა საერთაშორისო ორგანიზაცია – AIESEC-მა ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია AIESEC-ის მოხალისეობრივი და პროფესიული ანაზღაურებადი გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც 126 ქვეყანას მოიცავს.
AIESEC-ის პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18-30 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროექტების შესახებ, ყველა საკითხზე მნიშვნელოვანი დიალოგი გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის მონაწილეობა ხელს შეუწყობს AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებში ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებას.
Related news
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament
The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
