SANGU-ს სტიპენდიანტები
რუბრიკაში SANGU-ს სტიპენდიანტები წარმოგიდგენთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების IV კურსის სტუდენტ მარიამ ციცვიძეს.
მარიამი მიიჩნევს, რომ ქართული უნივერსიტეტი აფასებს სტუდენტთა მონდომებას, ნიჭიერებას, შესაძლებლობებს. ამგვარ დაფასებად კი მისი სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტს, სტიპენდიანტობას გულისხმობს.
მარიამ, რატომ გადაწყვიტე SANGU-ში ისტორიის შესწავლა?
ისტორიის დიდმა სიყვარულმა 2017 წელს წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მომიყვანა. ეს არის ადგილი, სადაც საუკეთესო პირობები და მუდამ მეგობრული გარემოა. სწავლა დავიწყე სრულიად ახალ გარემოში, სადაც ჩემი თავი უფრო მეტად აღმოვაჩინე. სწორედ აქ მივხვდი, რომ შესაძლებლობები ფასდება.
ახლა როცა დამამთავრებელ კურსზე ხარ, როგორ ფიქრობ, რა მოგცა SANGU-მ?
SANGU-მ მომცა გამბედაობა და მასწავლა შრომისუნარიანობა, ჩემი მონდომებაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ აქ არ მთავრდება, მომავალში მეტად ამაყი და გაბედული ვიქნები, რათა მივაღწიო ყველა დასახულ მიზანს.
იყო სტიპენდიანტი ნიშნავს...
ვიყო სტიპენდიანტი ჩემთვის დიდი სტიმულია, ვინაიდან წინსვლასა და წარმატებასთან ერთად მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უნივერსიტეტის უმაღლესი დონის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით, მე შევძელი თითოეული საკითხი საფუძვლიანად შემესწავლა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.
რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
განვლილმა წლებმა მიმახვედრა, რომ მიზანდასახულობითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, იყვნენ ორიენტირებულები და იმუშაონ საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი.
წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
Related news
Dachi Mkheidze Studies at Brno University of Technology through Student Mobility
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
St. Andrew’s Georgian University Team Takes Second Place in Street Football Tournament
The team of St. Andrew’s Georgian University took second place in the street football tournament held as part of Georgian Universiade 2026.
