პროფესორ ვახტანგ მაისაიას საჯარო ლექცია "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“
12 November 2020
12 ნოემბერს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია.
12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“. პროფესორი ვახტანგ მაისია შეეხო ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცა:
ყარაბაღის კონფლიქტის პრეისტორია 2020 წლის სექტემბრამდე;
2020 წლის სექტემბრიდან 10 ნოემბრის შეთანხმებამდე განვითარებული საომარი მოქმედებები;
2020 წლის 10 ნოემბრის ცხრა პუნქტიანი შეთანხმება და შეთანხმების ბუნდოვანი ნაწილი;
რუსეთ-თურქეთის ინტერესების თანხვედრა და თანამშრომლობა რეგიონში;
სომხეთის სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობები;
10 ნოემბრის შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის;
ირანის გეოსტრატეგიული ინტერესი რეგიონში;
აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთში.
დასასრულს პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ დასმულ კითხვებს უპასუხა.
Dachi Mkheidze, a bachelor’s student in Computer Science at St. Andrew’s Georgian University, is spending the fall semester of the 2026-2027 academic year at Br...
At an international scientific conference dedicated to World Philosophy Day, Professor Irakli Brachuli, Rector of St. Andrew’s Georgian University, was awarded...