საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში
2021 წლის 4 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებ2021 წლის 4 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტში უმასპინძლეს საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს - საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს.
შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტთან ერთად.
უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
