10 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება ცნობილი ქართველი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2018 წლის 10 დეკემბერს, ორშაბათს, 13-00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
შესავალი სიტყვა - უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
მომხსენებლები:
პროფ. ლევან ბებურიშვილი - „გურამ ასათიანი - წვლილი ქართული კრიტიკის ისტორიაში“;
პროფ. ამირან არაბული - „გურამ ასათიანის ფოლკლორული წიაღსვლები“;
პროფ. ნინო მამარდაშვილი - „გურამ ასათიანის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევიდან“;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის II კურსის სტუდენტი ანა პაპუნაშვილი - „გურამ ასათიანის ჩანაწერები“.
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...