დაიწყო 2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა
2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სამართალი - 25 ადგილი
საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი
ისტორია - 5ადგილი
ქართული ფილოლოგია - 5ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
სამართალი - 10 ადგილი
საჯარო მმართველობა - 10 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ტურიზმის ბიზნესი - 15 ადგილი
ეკონომიკა - 15ადგილი
ფსიქოლოგია - 15ადგილი
კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - 15 ადგილი
შენიშვნა:
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 2450 ლარს
საჯარო მმართველობა - 2350 ლარს
2018 - 2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის 4-11 თებერვალი
კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2019 წლის 5-12 თებერვალი
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2019 წლის 6-13 თებერვალი
მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 2019 წლის 14 თებერვალი
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
განცხადება (ივსება ადგილზე);
სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მიმაგრებული დოკუმენტები:
ბრძანება 2-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...