საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა საყურადღებო ნაშრომები
12 September 2019
„ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკიასა და ნატა თეთვაძის ნაშრომები
„ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკიასა და ნატა თეთვაძის ნაშრომები:
დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკია. „წმიდა მღვდელმოწამე კირიონი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე (1887-1905)“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ნაშრომში განხილულია წმიდა მღვდელმოწამე კირიონის მიერ 1887-1905 წლებში გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ძალზედ საყურადღებო წერილები.
ნატა თეთვაძე. „ეროვნული მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს (სამანელები). დოკუმენტები და მასალები. ნაწილი I“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვახტანგ გურული. ნაშრომში თავმოყრილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ სამანელების ბრძოლის ისტორიას საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.
უახლოეს ხანებში ქართულ უნივერსიტეტში იგეგმება აღნიშნული ნაშრომების წარდგინება (პრეზენტაცია).
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...