25-30 აპრილს შემოგვიერთდით Online ღია კარის დღეზე, სადაც გაგაცნობთ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და პირობებს, დაფინანსების სისტემებსა და შეღავათებს, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის.
სულ ცოტა დრო რჩება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე, ამიტომ დროა მიიღო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება და აირჩიო შენი მომავლის პროფესია.
სულ ცოტა დრო რჩება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე, ამიტომ დროა მიიღო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება და აირჩიო შენი მომავლის პროფესია.
ძვირფასო მშობლებო, აბიტურიენტებო და დაინტერესებულო პირებო, ვინც გულშემატკივრობთ თქვენს აბიტურიენტ შვილებს, მოსწავლეებს ან მეგობრებს, SANGU გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას Online ღია კარის დღის სახით.
25-26 აპრილს 15:00 საათზე შემოგვიერთდით Online ღია კარის დღეზე, სადაც გაგაცნობთ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და პირობებს, დაფინანსების სისტემებსა და შეღავათებს, რაც წელს იგეგმება აბიტურიენტებისათვის.
ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ #SANGU წელს ყველაზე საინტერესო არჩევანია – თუ რატომ ეს არაერთი გზით გამოვხატეთ. ამჯერად კი, Online ღია კარის დღის საშუალებით გადავწყვიტეთ უფრო ახლოს მოვიდეთ თითოეულ თქვენგანთან და პირადად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგაცნოთ ის ღირებულებები და სასწავლო მიზნები, რომელზეც დგას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროგრამები.
Online ღია კარის დღეზე სპიკერები იქნებიან:
- 25 აპრილი 15:00 საათი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი - პროფ. ლევან ჯიქია სამართლის, ისტორიის, ქართული ფილოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესების პროგრამების განხილვით.
- 26 აპრილი 15:00 საათი - ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი - პროფ. ლევან ქისტაური ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ტურიზმის ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების განხილვით.
- 27 აპრილი 19:00 საათი – ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
- 28 აპრილი 19:00 საათი – კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი
- 29 აპრილი 15:00 საათი – სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი
- 30 აპრილი 15:00 საათი – ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები, მოიმარაგეთ კითხვები და გელოდებით ონალინ ღია კარის დღეზე.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
