წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ იონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
29 April 2020
2020 წლის 12 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, გაიმართება წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი მიეძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
2020 წლის 12 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე,წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა მოციქულს ანდრია პირველწოდებულს მიეძღვნება. კონფერენცია იმუშავებს ონლაინ რეჟიმში. კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ბესიკ გაფრინდაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებთ ბმულით: https://us04web.zoom.us/j/7956870325
Registration is now open for the “I Am an Experimenter” school project, inviting students in grades VII-XII to explore physics through hands-on experiments in t...