წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი პროექტი „პარალეგალები“.
2025 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან.
2025 წლის 3-5 დეკემბერს ქ. ბუქარესტში გაიმართება ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია (SCIC) სახელწოდებით „Leading for the People, Accelerating with the Digital"
სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა უნივერსიტეტთაშორისი მემორანდუმის გაფორმებით, რომელიც ორი ინსტიტუციის მრავალწლიან პარტნიორობას კიდევ უფრო ამყარებს.
6 ნოემბერს, SANGU-ს სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „როგორ დავწეროთ კვლევითი საპროექტო განაცხადი“.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ბატონმა დავით სიმონიამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტი - „პარალეგალები“.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლებთან.