ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
ქართულ უნივერსიტეტში გაიმათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია2019 წლის 21 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენვიო დარბაზში გაიმათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
კონფერენციას მიესალმნენ: საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი, ტარიელ ფუტკარაძე, კონფერენციის ორგანიზატორი, პროფესორი ლევან ბებურიშვილი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე.
კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა: შოთა ყურუამ, გაბრიელ თაგაურმა, ანა პაპუაშვილმა, სოფიო ჯანჯღავამ, თსუ სტუდენტებმა: გიორგი არქანიამ, გიგი გიოშვილმა, ბაქარ ნადარაიამ.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
