ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
2019 წლის 21 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენვიო დარბაზში გაიმათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
კონფერენციას მიესალმნენ: საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი, ტარიელ ფუტკარაძე, კონფერენციის ორგანიზატორი, პროფესორი ლევან ბებურიშვილი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე.
კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა: შოთა ყურუამ, გაბრიელ თაგაურმა, ანა პაპუაშვილმა, სოფიო ჯანჯღავამ, თსუ სტუდენტებმა: გიორგი არქანიამ, გიგი გიოშვილმა, ბაქარ ნადარაიამ.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
