მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე
ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზემასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
კრედიტები: 60 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზურაბ ბერია
ელ. ფოსტა: teachers2025@sangu.edu.ge
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 400
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გასაუბრების შედეგები
100%-იანი და 40%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება
SANGU გთავაზობთ შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას პროგრამაზე ჩარიცხულ 400 მსმენელს:
- 200 მსმენელი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას;
- 200 მსმენელი - 40%-იან თანადაფინანსებას.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის სერტიფიკატი, რომელიც იძლევა დასაქმების უფლებას მრავალ საგნობრივ მიმართულებაში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები, სპეციალური მასწავლებელი, უცხო ენები და სხვ.).
პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის ფონდისა და მასწავლებელთა სახლის პროგრამებში.
დასაქმებულ სტუდენტებს უპირატესობა ეძლევათ მოქნილი სასწავლო გრაფიკის სახით.
პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას როგორც უნივერსიტეტის პარტნიორ სკოლებში, ისე სტუდენტის მიერ შერჩეულ სასწავლებლებში.
უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იყენებს თანამედროვე რეალურ და ვირტუალურ ლაბორატორიებს.
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მასწავლებლის სერტიფიკატი და მასწავლებლად მუშაობის უფლება შესაბამის საგნობრივ მიმართულებაში.
საგნობრივი მიმართულებები:
სახელმწიფო ენა
საზოგადოებრივი მეცნიერებები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მათემატიკა
ტექნოლოგიები
ესთეტიკური აღზრდა
სპორტი
უცხოური ენები
ასევე
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდით.
სპეციალური მასწავლებლის პროგრამის დამატებითი პირობები
საჭიროა სპეციალური მასწავლებლის საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და სულ მცირე 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, დღის ცენტრები და ა.შ.). კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატი.
საუნივერსიტეტო გასაუბრება
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარდება შიდა გასაუბრება. დეტალური ინფორმაცია კონკურსანტებს ელ.ფოსტაზე ეცნობებათ წინასწარ.
შეფასების კრიტერიუმები:
მოტივაცია
სიახლეებისადმი მზაობა
პრობლემის გადაჭრის უნარი
არგუმენტირებული მსჯელობა
მეტყველების უნარი
კომპიუტერული უნარ-ჩვევები
საგნობრივი გამოცდის შედეგი (თანაბარი ქულების შემთხვევაში)
პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:
აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება: 2026 წლის 1-7 სექტემბერი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 სთ. - შაბათი 10:00-15:00 სთ.);
კონკურსანტებთან გასაუბრება: 9 -15 სექტემბერი;
გასაუბრების შედეგები გამოცხადდება ეტაპობრივად - 19-21 სექტემბერს;
ხელშეკრულების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან: 22-28 სექტემბერი:
რანჟირების ბრძანების გამოცემა: 5 ოქტომბერი;
ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა: 6 ოქტომბერი.
პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველ აპლიკანტთა მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელიდოკუმენტის - დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (იმ შემთხვევაში თუ დიპლომში არ არის მითითებული აკადემიური ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან დოქტორი, ან თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აღარ ფუნქციონირებს/გაუქმებულია, სავალდებულოა დიპლომის აღიარებისა და გათანაბრების შესახებ სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა);
- შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი;
- ფოტოსურათი დისკზე;
- აპლიკანტის სარეგისტრაციო ანკეტა (ივსება ადგილზე).
Related news
