SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში
Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში SANGU-ს სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით რომის Università Mercatorum-ს ეწვია.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერას. Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში უნივერსიტეტის სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით პარტნიორ რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს (Università Mercatorum) ეწვია.
მერკატორუმის უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ციფრული და ონლაინ უნივერსიტეტი იტალიაში. შესაბამისად, მობილობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს უნივერსიტეტის მუშაობის ინოვაციური პრინციპებისა და კონცეფციის სიღრმისეული გაცნობა, განსაკუთრებით ელექტრონული სწავლების, ციფრული ადმინისტრირებისა და აკადემიური პროცესების ტექნოლოგიური მართვის მიმართულებით.
ვიზიტი ასევე ითვალისწინებს იტალიელ კოლეგებთან ერთად იურიდიული და ტექნოლოგიური განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული მეთოდების შესწავლას. პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება.
აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
