იუნესკოს საგრანტო კონკურსი მდგრადი განვითარების ინიციატივებისთვის
იუნესკო აცხადებს საგრანტო კონკურსს მდგრადი განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო ინიციატივებისთვის.იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მეცნიერებათა საერთაშორისო დეკადის (IDSSD) ფარგლებში ინიციატივების წარდგენის მეოთხე საგრანტო კონკურსი.
კონკურსი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების გამოწვევების გადასაჭრელად სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებული ინიციატივების გამოვლენასა და მხარდაჭერას.
ინიციატივები შეიძლება ეფუძნებოდეს საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და გამოყენებით მეცნიერებებს, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი ცოდნის სისტემებს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2026
განაცხადის წარდგენა: IDSSD-ის პლატფორმა
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
