Skip to content
მენიუ

პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“

21 October 2026

27 ოქტომბერს ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ გაიმართება.

27 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია - კვლევითი იდეიდან სამეცნიერო პუბლიკაციამდე“.

შეხვედრა მიზნად ისახავს მაგისტრანტების კვლევითი უნარების განვითარებას და მათ მხარდაჭერას დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის პირველ ეტაპზე. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ აქციონ საინტერესო იდეა კონკრეტულ საკვლევ კითხვად, შეარჩიონ შესაბამისი კვლევის მეთოდები, მოიძიონ და შეაფასონ სამეცნიერო წყაროები, მოამზადონ აკადემიური სტატია და შეარჩიონ მისი გამოქვეყნებისთვის შესაფერისი გამოცემა.

სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, საკუთარი კვლევის შედეგების სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარდგენასა და პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის მოსამზადებლად საჭირო უნარების განვითარებაში.

თარიღი: 27 ოქტომბერი

დრო: 17:00 საათი

ადგილი: ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

ორგანიზატორი: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა