ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებშიც ჩართვა შეუძლიათ.
თანამშრომლობის მიმართულებები:
ინტელექტუალური და შემოქმედებითი ოლიმპიადა-კონკურსები;
ისტორიული და კულტურული პროექტები;
საქველმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობა;
სტუდენტური ინიციატივებისა და კლუბების მხარდაჭერა;
სამეცნიერო კონფერენციები.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „დავითიანნის“ მიერ დაგეგმილი ოლიმპიადა-კონკურსებისა და სხვა აქტივობების ფორმატი, მონაწილეობის პირობები და შეფასების პრინციპები.
თარიღი: 22 ოქტომბერი
დრო: 12:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
Related news
