შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
![]() | ![]() |
13 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ McDonald’s Georgia-ში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო პირობებს, მოქნილ გრაფიკს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიებაზე ასევე განიხილეს დასაქმების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, მათ შორის გასაუბრებისთვის მომზადება, საკუთარი ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენა, რეზიუმეს მომზადებისას გასათვალისწინებელი დეტალები და პირველი ინტერვიუსთვის საჭირო რეკომენდაციები.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება როგორც McDonald’s Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობების, ისე ზოგადად კარიერული დაგეგმვისა და სამუშაოს ძიების პროცესის შესახებ.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.


