საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა
21 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
21 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებსა და არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი 2016 წლიდან საქმიანობს ახალგაზრდების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ლექციებს, ლიდერთა სკოლებს, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს, საჯარო შეხვედრებს, სახელმწიფო სტრუქტურების მოდელირებასა და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტს.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით განხორციელებული პროექტების, სამომავლო გეგმებისა და გაცვლითი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, მიეღოთ პასუხები და მეტი გაეგოთ ორგანიზაციის საქმიანობისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
