როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.2 ნოემბერს, 13:00 საათზე, II კორპუსის 208-ე აუდიტორიაში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გაცნობა და მათი ეფექტიანად გამოყენების სწავლება.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა და გამოყენება;
სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების მოძიების ეფექტიანი სტრატეგიები;
საკვანძო სიტყვებისა და საძიებო ფილტრების სწორად გამოყენება;
სანდო აკადემიური წყაროების შერჩევა და გამოყენება;
მონაცემთა ბაზების ეთიკური გამოყენება და დამოწმება.
შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება სასწავლო და კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, მართვასა და გამოყენებაში.
შემოგვიერთდით და გაეცანით საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს.
თარიღი: 2 ნოემბერი
დრო: 13:00 საათი
ადგილი: II კორპუსი, 208-ე აუდიტორია
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.
Related news
