საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო ინტელექტუალურ ოლიმპიადას „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ გამართავს.
ოლიმპიადა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და გუნდურ და ინდივიდუალურ ფორმატში ჩაერთონ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში.
ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი - გუნდური საკვალიფიკაციო ტური, რომელიც კროსვორდების ფორმატით გაიმართება. თითოეულ გუნდში 2-3 სტუდენტი უნდა გაერთიანდეს;
II ეტაპი - ინდივიდუალური ტური და ტესტირება;
III ეტაპი - გუნდური ფინალი, სადაც გამარჯვებული და I, II და III ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.
ოლიმპიადაში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სასტიპენდიო ქულა.
გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, გრანდ-ფინალში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით იასპარეზონ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი
რეგისტრაციის ბმული.
ჩაერთეთ ოლიმპიადაში „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ და გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა.
Related news
