მენიუ

ქართული უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე

რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშში გამართული კონფერენციის თემა იყო ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა დასახელებულ ქვეყნებში

2019 წლის 12 ივნისს რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "Stronger together: Building up security through cooperation, health, research and innovation", რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები საქართველოს, რუმინეთის, ბელგიის, მოლდოვის, ბელორუსიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.


კონფერენციის მთავარი თემა იყო ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა დასახელებულ ქვეყნებში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელით კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია და პროფესორი მარიამ ხატიაშვილი.


ახლო მომავალში კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა