მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება
მენიუ

ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ემსახურება უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ბიბლიოთეკა მოიცავს მრავალფეროვან, რამდენიმე ათას სახელმძღვანელოს, მათ შორის, სხვადასხვა ენაზე გამოცემულ სამეცნიერო, მხატვრულ ლიტერატურას, ასევე პერიოდულ გამოცემებსა და ელექტრონულ რესურსებს.

ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გამომცემლობებთან, რათა ხელი შევუწყოთ ხარისხიანი სწავლა-სწავლებისა და კვლევის განხორციელებას.

წიგნად ფონდში ერთიანდება როგორც უცხოური, ასევე ქართული გამომცემლობების სახელმძღვანელოები, სერიული  გამოცემები. ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს წიგნადი ფონდის მუდმივ გამდიდრებას სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო-კვლევითი საჭიროებების გათვალისწნებით, შესაბამისად ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული რესურსები შეესაბამება სასწავლო პროგრამებში მითითებულ ლიტერატურას.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, უზრუნველყოფილია რამდენიმე ათეული კომპიუტერით, თავისუფალი WIFI-მხარდაჭერით და პრინტერით.

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ ცენტრს, 2020-წლიდან ბიბლიოთეკასთან დაარსდა სანგუს ლიტერატურული კლუბი, რომელიც მართავს შემეცნებით  ღონისძიებებს, შეხვედრებს სხვადასხვა ავტორთან, მთარგმნელებთან და პედაგოგებთან.

ბიბლიოთეკის დებულება
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ელექტრონული კატალოგი
მონაცემთა ბაზები
უნივერსიტეტის გამოცემები

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა