მენიუ

საჯარო ლექცია: "გულივერის კომპლექსი"

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი, ორიგინალური ფსიქოლოგიური კონცეფცია "გულივერის კომპლექსი".

2019 წლის 5 აპრილს, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო თავისი ახალი, ორიგინალური ფსიქოლოგიური კონცეფცია "გულივერის კომპლექსი". ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილისთვის ახალი ფსიქოლოგიური ფენომენის შექმნის ინსპირაციის წყაროდ იქცა.

მან განმარტა თუ რა ემართება ადამიანს და საზოგადოებას, როდესაც ჩვეული გარემოდან მკვეთრად შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდება. „გულივერის კომპლექსის“ კონცეფციაში, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა გაანალიზა ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოება ერთი სახელმწიფოებრივი წყობის ნგრევის შემდგომ, ახალ გამოწვევებთან გამკლავების და რადიკალურად განსხვავებულ სინამდვილესთან ადაპტაციის პროცესში, ასევე განიხილა არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები.

დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დამსწრე საზოგაადოების სახელით მადლობა გადაუხადა პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილს საინტერესო ახალი ფსიქულოგიური კონცეფციის წარდგენისთვის. 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა