2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 6-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე ( II კორპუსი).
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი, ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე;
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებმა) ;
- სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან;
- ფოტოსურათი (3×4) CD დისკზე;
- სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).
მისამართი: ი. ჭავაჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201