პროექტი „SANGU-ს ელჩები“
ძვირფასო სანგუელებო,
გეძებთ მოტივირებულ და ენთუზიასტ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც მზად არიან შემოუერთდნენ უნივერსიტეტის ახალ პროექტს — „SANGU-ს ელჩები“.
ეს თქვენი შესაძლებლობაა გახდეთ უნივერსიტეტის სახე და წარმოჩინოთ ის ფასეულობები და უპირატესობები, რომლებსაც SANGU ყოველდღიურად სთავაზობს სტუდენტებს.
რა ევალება SANGU-ს ელჩს?
ელჩები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს და აქტიურად ჩაერთვებიან სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვაში, უნივერსიტეტის პოპულარიზაციის პროცესში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რატომ უნდა შემოუერთდეთ?
- განივითარებთ ლიდერობის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს
- შეიძენთ ღირებული პროფესიული და კარიერული გამოცდილება
- შეიტანთ წვლილს უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდაში
- გაეცნობით ახალ ადამიანებს და გააძლიერებთ სოციალურ კავშირებს
როგორ დარეგისტრირდეთ?
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: რეგისტრაციის ფორმა