დოქტორანტურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- აპლიკანტთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 8 – 13 სექტემბერი;
- გასუბრება უცხო ენაში - 2022 წლის 14 სექტემბერი; გამოცდა სპეციალობაში - 2022 წლის 15 სექტემბერი;
- სპეციალობაში გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022 წლის 16 სექტემბერი;
- ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება - 2022 წლის 16 – 17 სექტემბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემა - 2022 წლის 19 სექტემბერი.
დოქტორანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, (ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს - ასლი , ნოტარიალური დამოწმების გარეშე; 2022 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
- გამოქვეყნებული შრომების სია შრომების ქსეროასლებით (არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის (არსებოპბის შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (წარმოდგენის და კომისიის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატი თავისუფლდება გასაუბრებიდან უცხო ენაში);
- სამოტივაციო წერილი;
- სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია;
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის (ვაჟებმა) - ასლი;
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული CD დისკზე;
- სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).