სასტიპენდიო პროგრამა
იაპონიის "მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი" აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უცხოელი მკვლევარებისთვის.მკვლევართათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებში მისაღებ ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.
იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).
განაცხადის ბმული:
https://www.mif-japan.org/en/fellowship/announcement/
მსგავსი სიახლეები
ცხადდება მიღება დოქტორანტურაში
2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე.
04 სექტემბერი 2026
გამოსაშვები საღამო 2026
2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამოს გაიმართება 17 სექტემბერს, 17:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში.
02 სექტემბერი 2026
