„ვიქტორი და მე“ ჩვენება - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
31 მარტს, 16:00 საათზე წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.
სანგუში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება
31 მარტს, 16:00 საათზე წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.
ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების თვეს და ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის დაარსების 100 წლის იუბილეს.
ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი. დოკუმენტური ფილმი ქართულად გახმოვანებულია ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
კინოჩვენება ხორციელდება კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
კინოჩვენებამდე გაიმართება მოკლე შესავალი ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.
ფილმის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი.
ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისთვის.
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა რეგისტრაცია
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
25 აგვისტო 2026
მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე
ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე
24 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
