მენიუ

Online მასტერკლასი: როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით?

9 თებერვალს 19:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა გიორგი კალატოზიშვილთან

2021 წლის 9 თებერვალს 19:00 საათზე, გიორგი კალატოზიშვილი გამართავს მასტერკლასს: როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით? მასტერკლასი ჩატარდება უფასოდ! მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებთ მითითებულ ელ. ფოსტაზე, 9 თებერვალს შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

რამდენჯერ გაგივლიათ გასაუბრება? და მათგან რამდენი გაიარეთ წარმატებით?
რამდენჯერ გეგონათ, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და შტატში თქვენ აგიყვანდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდით? რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი გამოცდილების და კომპეტენციის მიუხედავად სამსახურში სხვა აყავთ?
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე და როგორ შეიძლება გავზარდოთ ჩვენი როლი ამ პროცესში?

ამ საკითხებზე ვილაპარაკებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს და ახლა - კორონავირუსის პანდემის გამო შეცვლილ ვითარებაში და გარემოში იწყებენ თავის
კარიერას და მიიღებენ ღირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციას წინსვლისთვის.

შეხვედრაზე ძირითადად 3 საკითხზე ვილაპარაკებთ:

  1. თვითპრეზენტაცია - „გაყიდე“ საკუთარი თავი, სანამ გაყიდი დამსაქმებლის პროდუქტს და სერვისს.
  2. გასაუბრებაზე 3 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა.
  3. ვერბალური და არავერბალური ენა - როგორ „გავწმინდოთ“ კომუნიკაცია 3 ფილტრის დახმარებით?

არ არსებობს ცუდი კომუნიკაცია და ცუდი კომუნიკატორი - არსებობს მხოლოდ უკუკავშირის ხარისხი და დონე, რომლის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ ეს შეხვედრა.

ვისთვის არის მასტერ-კლასი: მხოლოდ სამსახურის მაძიებლებისთვის და მათთვის, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი.
მასტერ-კლასის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
მასტერ-კლასის ჩატარების დრო: სამშაბათი, 9 თებერვალი, 19:00-20:00 სთ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2YLGHz7

სპიკერის შესახებ:

გიორგი კალატოზიშვილი არის პიარ კონსულტანტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი. მას საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა რეპუტაციის დაცვის კომპანია „რემაინდერი“. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი
კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. ასევე, არის ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაციაში. სხვადასხვა პერიოდში გიორგი ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურს
შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსტც „დელტაში“ და PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიის „გროუინი“ დირექტორი. არის ამავე კომპანიის თანადამფუძნებელი. 2011 – 2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში (www.gu.edu.ge). 2015 წლიდან - დღემდე, მართავს ტრენინგებს საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიაში Growin (www.growin.ge), სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება “ბერნეისის პიარ კოლეჯში” (Public Relations College), საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study-ში.

2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (www.ibsu.edu.ge), 2018 წლიდან ასწავლის ანტიკრიზისულ პიარს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში - ალტერბრიჯი“. 2019 წლიდან არის ტრენერი მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებზე "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" (www.gau.edu.ge, პროექტის მენეჯმენტის კურსი - PMC) და "ევროპის ბიზნეს სკოლაში" (www.esb.ge, CEO - ტოპ-მენეჯმენტის პროგრამა); 2020 წლიდან ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას „კავკასიის უნივერსიტეტში“. გიორგის გავლილი აქვს ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიც არის: „მოლაპარაკებების ხელოვნება“ (Growin) და „მედიაცია: კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტიანი დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“ (Partners Poland Mediation Centre). ჩატარებული აქვს 200-მდე ღია და დახურული ტრენინგი და მასტერკლასი.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა