რუსუდან აბრამიძე- რას ნიშნავს ასწავლო ქართული ენა და ლიტერატურა?
15 მარტს, 18:00 საათზე, გაიმართება ონლაინ შეხვედრა რუსუდან აბრამიძესთან.
რას ნიშნავს ასწავლო ქართული ენა და ლიტერატურა?- ამ კითხვას ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი, რუსუდან აბრამიძე უპასუხებს 15 მარტს, 18:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც სტუმარი ისაუბრებს, საკუთარი გამოცდილებისა და სკოლაში ლიტერატურის სწავლების საკითხებზე.
შეგახსენებთ, რუსუდან აბრამიძე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე ტელესკოლის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, სწორედ მისი პროფესიონალიზმით აიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ესოდენ დიდი წარმატება.
შეხვედრა წარიმართება დისკუსიის რეჟიმში, დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა კითხვა დუსვას ქალბატონ რუსუდანს.
შეხვედრის ბმული
მსგავსი სიახლეები
ცხადდება მიღება დოქტორანტურაში
2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე.
04 სექტემბერი 2026
გამოსაშვები საღამო 2026
17 სექტემბერს დაგეგმილი SANGU-ს 2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გადაიდო.
02 სექტემბერი 2026
