მენიუ

"კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე"

2021 წლის 28 მაისს, 12:00 საათზე, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე".

2021 წლის 28 მაისს, 12:00 საათზე, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე".

2019 წლის დეკემბერს ახალი ინფექციური დაავადება კოვიდ -19 დაფიქსირდა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ვუჰანში.  ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.  მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ზომებისა, პანდემია მაინც სწრაფად მოედო არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ ასევე მის მეზობელ ქვეყნებს და დასავლეთს.  პანდემია დედამიწის ყველა კონტინეტზე გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანა  დააზარალა.  რაც დრო გადის ყოველდღიურად იზრდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე დაღუპულთა რაოდენობაც.   თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნებმა მკაცრი ზომები მიიღეს ვირუსის შესაკავებლად, პანდემიის დამარცხება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ხერხდება.  კოვიდ-19-მა მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ყველა კონტინენტზე.  მკვეთრად შეფერხდა ყველა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ხოლო მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავრუსის სწრაფი გავრცელების გამო შეიძლება 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს და უმუშევართა რაოდენობა მომავალში მკვეთრად გაიზარდოს.  ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს სიღარიბის გაზრდას მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს კაცობრიობას.   
ამ კონფერენციის მიზანია მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი და იმ პრობლემების იდეტიფცირება, რომლის წინაშეც დააყენა კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო თანამეგობრობა და კაცობრიობა. ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სიღრმისეულ გაანალიზებას.

მოხსენებების თემატიკა: 

  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე
  • კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური დიპლომატია
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე.  კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური სწავლება. 
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე.
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე. 
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
  • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების ანალიზი 

კონფერენციის პროგრამა

ონლაინ კონფერენციის ბმული

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა