მენიუ

ტრენერთა ლაბორატორია

ა(ა)იპ „ტრენერთა ლაბორატორია“ ოფიციალურად დაფუძნდა 2017 წელს ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში მაღალი ხარისხის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და მისი პოპულარიზაცია. პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენერთა ლაბორატორია გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ტრენინგებს. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია „ტრენერთა ტრენინგი,“ რომლის შედეგადაც 200-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდა ტრენერად. ტრენერთა ტრენინგის კურსი მოიცავს 1 თვიან ინტენსიურ გადამზადებას, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, საბოლოოდ კი ატარებენ საავტორო ტრენინგებს.

ლაბორატორიის ფარგლებში იგეგმება და ხორციელდება სპიკერობისა და ქოუჩინგის ტრენინგებიც, რომელიც განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე თანამშრომლებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
ჩვენ მყარად გვწამს და გვჯერა, რომ არაფორმალური განათლება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდა, არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ქართული სამოქალაქო საზოგადოების განვითრებისკენ.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა